Image source: gff.ge
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო-2022-ის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდმა 20 იანვარს, გრონინგენის ვილდერფანკის სპორტულ დარბაზში ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი საათნახევარი გაგრძელდა და მასში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
“აზერბაიჯანის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს, ეს ერთგვარი პლუსია. მათ ეს გამოცდილება აქვთ, ჩვენ კი არა. მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ, შემსრულებლებით უფრო კარგი გუნდი ვართ. ამ თამაშში თანაბარი შანსი აქვს ორივე ნაკრებს, ყველაფერს ნიუანსები გადაწყვეტს.
ამ ყველაფრისთვის ვემზადებით, წინ კიდევ ერთი ვარჯიშია, ბიჭები კარგ ფორმაში არიან და მზად ვართ პირველი თამაშისთვის”, – განაცხადა საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ.
საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
Videos
Photos