Image source: arsenaltula.ru
ტულას “არსენალის” ქართველი ნახევარმცველის ზურიკო დავითაშვილის აზრით სწორედ სწრაფი გატანილი გოლის წყალობით რუსეთის სათასო მატჩში ბრიანსკის “დინამოს” (6:1) დამარცხება მოახერხეს.
“კარგი შედეგია, ჩვენ კმაყოფილები ვართ. ძალიან ცუდი მოედანი იყო და თამაში გაგვიჭირდა, მაგრამ კარგია, რომ სწრაფი გოლი გავიტანეთ და ეს დაგვეხმარა მეტოქის კარი კიდევ 3-ჯერ რომ აგვეღო.
მთავარი ის არის, რომ გუნდმა მოიგო. საკუთარი თამაშით კმაყოფილი არასოდეს ვარ და ყოველთვის მინდა უფრო მეტი გავიტანო და მეტი ასისტი გავაკეთო.
როდესაც იგებ, ეს გეხმარება, შემდეგ მატჩისთვის მოსამზადებლად. “ურალთან” მატჩისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებულები ვიქნებით“, – ამბობს დავითაშვილი.
Videos
Photos