Categories

Additional

Website Language

Active date

ზაზა ფაჩულიამ კობი ბრაიანტთან დაკავშირებული საკონფლიქტო ისტორია გაიხსენა

Image source: Getty Images

 

 

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” ყოფილმა კალათბურთელმა და ამჟამინდელმა სპორტულმა კონსულტანტმა, ზაზა ფაჩულიამ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ ლეგენდარულ კალათბურთელთან, კობი ბრაიანტთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა.

იმ დროს ზაზა 21-22 წლის იყო და ჯერ კიდევ “ატლანტაში” თამაშობდა. ერთ-ერთ მატჩში ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა ლეგენდარულ კალათბურთელს ბლოკი დაუყენა და წააქცია, რამაც კობი ძალიან გააღიზიანა. ქართველის თქმით “ბლექ მამბა” ბლოკს არ შეეგუა და მომდევნო შეტევაში ფაჩულიას დაეჯახა.

ახალგაზრდა ქართველი უკანახაზელის ასეთი ქცევით გაოცებული იყო და ამის შესახებ 2017 წელს გამოცემა The Athletic-თან საუბარში გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი 26 იანვარს აშშ-ში ვერტმფრენის კატასტროფის მსხვერპლი გახდა. მასთან ერთად 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

წყარო – The Athletic

გიორგი მამარდაშვილი: “მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ საერთოდ არ იგრძნობოდა”