Categories

Additional

Website Language

Active date

ზაფხულში ბორჯღალოსნები 3 ტესტს გამართავენ – ცნობილია მსაჯების ვინაობა

ზაფხულში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის მსაჯები და ოფიციალური პირები დაინიშნეს

Image source: rugby.ge

 

მსოფლიო რაგბმა ზაფხულში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის მსაჯები და ოფიციალური პირები დანიშნა.

ივლის-აგვისტოში 44 მატჩი მატჩი შედგება და მათ ჯამში 8 ქვეყნის 21 მსაჯი მოემსახურება.

მათგან ერთ-ერთი ქართველი ნიკა ამაშუკელია, რომელიც 3 ივლისს უელსი-კანადის, ხოლო 10 ივლისს რუმინეთი-შოტლანდიის მატჩს იმსაჯებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტიერ2-ის ქვეყნის წარმომადგენელი მსაჯი, ტიერ1 ქვეყნის ნაკრების თამაშს მოემსახურება.

ზაფხულში ბორჯღალოსნები ტიერ1-ის ქვეყნებთან 3 ტესტს გამართავენ და ცნობილი გახდა იმ მსაჯების ვინაობაც, რომლებიც 2 და 9 ივლიის სამხრეთ აფრიკასთან, ხოლო 17 ივლისს შოტლანდიასთან გვიმსაჯებენ.

2 ივლისი. სამხრეთ აფრიკა-საქართველო: მთავარი მსაჯი შოტლანდიელი მაიკ ადამსონი

9 ივლისი. სამხრეთ აფრიკა-საქართველო: მთავარი მსაჯი ფრენკ მერფი

17 ივლისი. საქართველო-შოტლანდია: მთავარი მსაჯი ინგლისელი ენდრიუ ბრეისი

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

ქართველი მსაჯი ტიერ1 ქვეყნის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს