საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს, რომელიც ამჟამად სლოვაკურ “სლოვან ბრატისლავას” წვრთნის, გუნდის შემადგენლობაში უნგრული “ფერენცვაროში” 26 წლის ქართველი მცველის, ლაშა დვალის ნახვა სურს.
“სლოვანი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება დვალის გადმოყვანა.
აღვნიშნოთ, რომ 57 წლის სლოვაკი სპეციალისტის გუნდში მიმდინარე წლის ივლისიდან გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან.
Videos
Photos