“ლივერპულის” მცველი, ვირგილ ვან დეიკი ფეხბურთელების ასოციაციის ვერსიით ინგლისში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
PFA-ს გამოკითხვაში ჰოლანდიის ანკრების 27 წლის ფეხბურთელმა რაჰიმ სტერლინგს, სერხიო აგუეროს, ბერნარდუ სილვას, სადიო მანეს და ედენ აზარს აჯობა.
აღნიშნული ჯილდო დაწესებულია 1973/74 წლებში. განვლილ სეზონში საუკეთესოს წოდება “ლივერპულის” ნახევარმცველმა, მოჰამედ სალაჰმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” ვენ დეიკის ტრანსფერი “საუტჰემპტონისგან” 2018 წლის იანვარში 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. მცველთა შორის ეს რეკორდული ტრანსფერია.
მიმდინარე სეზონში ვან დეიკმა ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი შეასრულა.
Videos
Photos