Image source: 1tv.ge
“დინამო თბილისმა” უსმანე კამარას გამოსყიდვასთან დაკავშირებით გორის “დილასთან” მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
გვინეელმა შემტევმა დედაქალაქურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
უსმანე კამარამ 2021 წლის სეზონი განათხოვრების წესით “დილაში” გაატარა. ამ კლუბის მაისურით მან 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
“დილასთან” ერთად კამარამ ეროვნული ლიგის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. სხვადასხვა დროს გვინეელ შემტევს ნორვეგიულ “ვალერანგაში”, შვედურ “ესკელსტუნა სიტიში”, “ესკელსტუნასა” და გვინეურ “ატუგაში” უთამაშია.
რაც შეეხება უსმანე კამარას სანაკრებო კარიერას, 2015 წლის 17-წლამადე ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მას გვინეის ნაკრების შემადგენლობში 2 მატჩი აქვს გამართული.
Videos
Photos