Image source: rugby.ge
რაგბის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში მონაწილეობის მისაღებად, უმცროსი ბორჯღალოსნები ივნისში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან.
4-გუნდიან საერთაშორისო სერიაში სამხრეთ აფრიკის, საქართველოს, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. უმცროსი ბორჯღალოსნები 18 ივნისს არგენტინას ეთამაშებიან, 23-ში ურუგვაის, ხოლო 28 ივნისს მასპინძელ სამხრეთ აფრიკას ეთამაშებიან. ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები 3 ივლისს ფინალში, ხოლო ბოლო ორი მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.
ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდი 4 ქულას მიიღებს, ფრე 2 ქულაა და მოქმედებს ბონუს-სისტემა – 4 და მეტი ლელოს გატანისთვის და 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის.
აღსანიშნავია, რომ 3 და 10 ივლისს ბორჯღალოსნები მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 2 ტესტ-მატჩს გამართავენ, მანამდე კი, ეს ქვეყნები ერთმანეთს 20-წლამდელთა ნაკრებების დონეზე დაუპირისპირდებიან.
Videos
Photos