Image source: Getty Images
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა ვინგერი გიორგი პაპუნაშვილი “ტორპედოს” ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია ქუთაისელთა ფეისბუქ-გვერდმა დაადასტურა. 26 წლის ნახევარმცველი გუნდს მალე თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.
“წარმატები ვუსურვოთ გიორგის შავთეთრების რიგებში!”, – ასე მიესალმა “ტორპედოს” ფეისბუქ-გვერდმა თავის ახალწვეულს.
გიორგი გასულ სეზონებში ესპანური “რასინგის”, “სარაგოსასა” და კვიპროსული “აპოლონის” ღირსებას იცავდა.
Videos
Photos