Image source: Submission Radio
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ Submission Radio-ს ესაუბრა და ქვემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონ მაქს ჰოლოვეისთან ბრძოლის სურვილი დააფიქსირა:
“მე ვფიქრობ, რომ მაქსთან ბრძოლა კიდევ უფრო ადვილი ბრძოლა იქნება ჩემთვის.
მე უფრო მეტად ვიცი მაქსის სუსტი მხარეების შესახებ. მე ალექსს ნამდვილად არ ვათვლიარებდი ალექსს. ვგულისხმობ, რომ ის ისეთი პატარა მებრძოლია, მე ბევრი უპირატესობა მექნება. ეს არის ის, რისიც მჯერა. მე ვიცი, რომ ბევრი იტყვის ამას და ამას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის დიდი ბრძოლაა.
მე მჯერა, რომ მაქსს უნდა ჩემთან ბრძოლა, რათა შემდგომში სატიტულო ბრძოლა გამართოს.
მე მაქვს 7 ბრძოლის მოგების სერია, ხალხს სურს ამ ბრძოლის ნახვა. მან თქვა, რომ ის საუკეთესო მოკრივეა, არა? ვიცი, რომ საუკეთესო მებრძოლი ვარ. მე გაძლევთ გარანტიას, რომ როდესაც ბრძოლა დასრულდება, ის ივლის ყავარჯნებით”, – განაცხადა ჭიკაძემ.
Videos
Photos