Categories

Additional

Website Language

Active date

UFC-ის ქართველ მებრძოლი თავის უცხოელ მეგობრებთან სამშობლოშია: “შევხვდებით ММА-ს გულშემატკივრებს”

Image source: Merab "The Machine" Dvalishvili UFC facebook

 

UFC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ალჯამეინ სტერლინგი საქართველოში ქართველ მებრძოლთან, მერაბ დვალიშვილთან და ალ იაკვინტასთან ერთად ჩამოვიდა.

“დღეს, საღამოს 19:00 საათზე შევხვდებით ММА-ს გულშემატკივრებს რუსთაველის მეტროს გვერდით პატარა პარკში. მაკდონალდსის წინ…
დაგვისვისვით კითხვები… შემდეგ გადავიღოთ სურათები…

ხვალინდელი ჩვენი განრიგი:

მოვილოცებთ სამების ეკლესიას… შემდეგ მოვინახულებთ რიყეს და შარდენს შემდეგ ვნახავთ მუზეუმს, შემდეგ ვივარჯიშებთ ჩემპიონთა აკადემიაში (ეს არ იქნება მასტერ კლასი და ყველა მსურველისთვის მხოლოდ პროფესიონალ და მოყვარულ მებრძოლებს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და ივარჯიშოთ ჩვენთან ერთად…) მეტი ინფორმაციისთვის მიადევნეთ ჩემს ინსტაგრამს და ფეისბუქს თვალი… წინასწარ დავწერ ვარჯიშის და სხვა სიახლის დროს და ადგილს…” , – დაწერა დვალიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

წყარო – Merab “The Machine” Dvalishvili

 

 

 

 

 

 

ქართველი ძიუდოისტები ტოკიოში აქტიურად ვარჯიშობენ