Image source: FC Dinamo Batumi ფეისბუკ გვერდი
გუშინ დასრულდა უეფას კონფერენც ლიგის პირველი ეტაპის განმეორებითი მატჩები.
გორის “დილა” და “გაგრა” ტურნირს პირველ რაუნდშივე გამოეთიშნენ. ბათუმის “დინამო” კი მომდევნო ეტაპზეა.
“დილამ” გორში საპასუხო მატჩში მართალია “ჟილინა” 2:1 დაამარცხა, მაგრამ პირველ დაპირისპირებაში 1:5 დამარცხდა. “გაგრამ” თბილისში მონტენეგროულ “სუტიესტკასთან” ფრედ 1:1 ითამაშა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, რადგანაც პირველ მატჩში 0:1 დამარცხდა. ბათუმის “დინამომ” ორ მატჩის ჯამში 7:0 გაიმარჯვა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
მომდევნო ეტაპზე ბათუმელების მეტოქე ბორისოვოს “ბატე” იქნება. ხსენებულ ტურნირზე იასპარეზებს ასევე თბილისის “დინამოც”, ხოლო კახა ცხადაძის გუნდი ჰაიფას “მაკაბის” დაუპირისპირდება.
Videos
Photos