Image source: TimoWerner ტვიტერის გვერდი
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” დაუპირისპირდებიან, რომელიც 29 მაისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება. გუშინ, ლონდონის “ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯზე” მადრიდის “რეალი” საპასუხო მატჩში მშრალი ანგარიშით – 2:0 (ორი მატჩის ჯამში 3:1) დაამარცხა.
გოლები: 1:0 ვერნერი 28′, 2:0 მაუნტი 85′
ლონდონურმა კლუბმა 2012 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება – მაშინ “ჩელსიმ” პენალტების სერიაში “ბაიერნი” დაამარცხა და თასს დაეუფლა.
Videos
Photos