Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი
კახა ცხადაძის გუნდი თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ერთ ამხანაგურ მატჩს დღეს გამართავს.
დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელები 14:00 საათზე საფეხბურთო კლუბ “სპაერს” უმასპინძლებენ. აღნიშნული მატჩის ხილვა “დინამოს” YouTube-არხზე იქნება შესაძლებელი.
“დინამო თბილისის” მომდევნო დღეს დაისვენებს და გუნდი თურქულ შეკრებაზე 22 იანვარს გაემგზავრება.
აღვნიშნოთ, რომ არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით მატჩი დახურული იქნება.
Videos
Photos