Categories

Additional

Website Language

Active date

ცვლილება ვილი სანიოლის გუნდში – მიქაუტაძის მაგივრად დებიუტანტი ითამაშებს

ცვლილება ეროვნული გუნდის შემადგენლობაში

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეიდან საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი შვედეთთან და უზბეკეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგნელობით მოემზადება.

ტრავმის გამო წლის დასკვნით მატჩებს გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს. ბელგიური “სერენის” ფეხბურთელის ნაცვლად, შემადგნელობაშია აზერბაიჯანული “ზირას” თავდამსხმელი დავით ვოლკოვი. 26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების განაცხადში პირველად იქნება.

საქართველოს ნაკრები დღეს “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

ვილი სანიოლი: “მსურს ზლატანი მოედანზე ვიხილო – ჩვენი მიზანია, რომ მებრძოლი გუნდი ჩამოვაყალიბოთ”