Categories

Additional

Website Language

Active date

ცოტნე მოსიაშვილი: “ამ გუნდში ლეგიონერებისა და ქართველი ფეხბურთელების კარგი სინთეზია”

ცოტნე მოსიაშვილი დილას ფეხბურთელი გახდა

Image source: fcdila.ge

 

ცოტნე მოსიაშვილი ეროვნული ლიგის მომდევნო სეზონში “დილაში” ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას “დილას” ოფიციალური საიტმა გუშინა გამოაქვეყნა.

ცოტნემ ახალი კლუბისსაიტთან საკუთარი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:

“დილა ძალიან საინტერესო გუნდია ამბიციური გეგმებით, ამ გუნდში ლეგიონერებისა და ქართველი ფეხბურთელების კარგი სინთეზია. ყველამ დავინახეთ, თუ რა ცოტა დააკლდა ამ გუნდს ჩემპიონობამდე გასულ წელს, ვიმედოვნებ მომავალ სეზონში საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ამ ყველაფერში საკუთარ წვლილს შევიტან.

შემიძლია ნახევარდაცვის, როგორც შემტევი, ასევე დაცვითი ფუნქციების შესრულება, თუმცა თუ არჩევანის წინაშე დავდგები, სიღრმიდან თამაშს ვამბჯობინებ.

მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ასე იყო აქამდე ყველა იმ გუნდში სადაც მითამაშია და შემიძლია გორელ ქომაგს იგივე შევპირდე, ყველაფერს გავიღებ, რომ გაგახაროთ”, – ამბობს მოსიაშვილი.

ცოტნეს საფეხბურთო კლუბ “თელავის” გარდა “ტორპედოში” “გაგრასა” და მშობლიურ “ვიტ-ჯორჯიას” რიგებში აქვს ნათამაშები.

 

 

 

წყარო – fcdila.ge

 

 

 

 

 

რამდენ მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს ტოკიო-2020-ის ბიუჯეტი