Image source: Hrach Khachatryan/Vbetnews
უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა სუპერთასის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში “ჩელსიმ” მატჩის შემდგომი 11-მეტრიანების სერიაში “ლუვერპულს” დაუთმო.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა “ლივერპულის” თავდამსხმელი სადიო მანე. სწორედ მანემ გაიტანა “ლივერპულის” ორივე გოლი “არისტოკრატების” კარში მატჩის 48 და 95 წუთებზე. აღსანიშნავია, რომ მანე ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე გავიდა.
“ჩელსის” დამარცხებით “ლივერპულმა” მეოთხედ მოიპოვა საპატიო ტიტული. ამას წინათ მერსისაიდელებმა სუპერთასი 1977, 2001 და 2005 წლებში მოიგეს.
წყარო – uefa.com
Videos
Photos