Categories

Additional

Website Language

Active date

ცნობილია რაგბის კავშირის აჭარის ფილიალის ხელმვანელის ვინაობა

რაგბის კავშირის აჭარის ფილიალს ილია ვერძაძე უხელმძღვანელებს

Image source: rugby.ge

 

საქართველოს რაგბის კავშირმა აჭარის ფილიალის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც გამგეობამ მხარი დაუჭირა და მის ხელმძღვანელად ილია ვერძაძე დაამტკიცეს.

53 წლის ვერძაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. მას რაგბთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და ფინანსურად თუ მატერიალურად, არაერთხელ დახმარებია სპორტის საყვარელ სახეობას.

ილია ვერძაძემ იმ მიზნების შესახებ ისაუბრა რის განხორციელებასაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რაგბის კავშირთან კოორდინირებული მუშაობით ეცდება:

“პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ რაგბის ხელშეწყობა და განვითარებაზე ზრუნვა ნებისმიერი ქართველისთვის საპატიო საქმეა, რადგან ეს სპორტი თავისი ვაჟკაცობით და წესებითაც კი, ქართულ იდენტობასთანაა გაიგივებული. რაგბის კავშირის გაცხადებული მიზანი სპორტში ჩართული ბავშვების რაოდენობის ზრდა და მათზე ზრუნვაა, რაც სააღმზრდელო ფუნქციაცაა. რაგბი მეგობრობას, გვერდში დგომას, საერთო მიზნისკენ ერთად სწრაფვას ასწავლის და ამის შესანიშნავ მაგალითს იძლევა.

ყოველთვის ვცდილობდი, რომ აჭარაში სპორტს და რაგბს დავხმარებოდი და ამ გადაწყვეტილებასთან ჩემი დაკავშირება ბუნებრივად მოხდა. აჭარის ფილიალის აღდგენის შემდეგ, რაგბის კავშირთან კოორდინირებული მუშაობით რამდენიმე პრინციპული საკითხის გადაჭრას ვეცდებით. აჭარული კლუბები საკუთარ საქმეს კარგად აკეთებენ, თუმცა ადგილობრივი ბაზის განვითარების კუთხით ბევრი რამაა გასაკეთებელი. იმედია, რომ რეგიონში რაგბში ჩართული ბავშვებისა და კლუბების რაოდენობა გაიზრდება. მით უმეტეს, რომ რაგბის კავშირში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, თვისობრივად შეიცვალა მიდგომები და გააქტიურდა სხვადასხვა მიმართულებები. აჭარაში ექვსი ახალი მოედნის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი და ეს ავტონომიურ რესპუბლიკაში სარაგბო ცხოვრებას გამოაცოცხლებს”, – განაცხადა ილია ვერძაძემ.

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

საქართველოს 23-წლამდელთა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 1 მედლით დაასრულა