Categories

Additional

Website Language

Active date

ცნობილია მიზეზი, თუ რატომ “თელავის” მთავარი მწვრთნელის პოსტი გიორგი მიქაძემ დატოვა

გიორგი მიქაძემ თელავი დატოვა

Image source: სკ თელავის ოფიციალური გვერდის ფეისბუქ გვერდი

 

საფეხბურთო კლუბი “თელავი” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია თელავური კლუბის პრესსამსახური იუწყება.

“გიორგი მიქაძეს სკ “თელავთან” მოქმედი ხელეკრულება აკავშირებდა და ჩვენი გუნდიც ცხადია, მისი თავკაცობით აპირებდა ახალი სეზონისთვის მზადებას, თუმცა წასვლა ოჯახური მიზეზით, საკუთარი სურვილით ითხოვა, რაც ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი და გულდასაწყვეტი გახლდათ.

სკ “თელავი” მადლობას უხდის გიორგი მიქაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს”, – ვკითხულობთ “თელავის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღვნიშნოთ, რომ მიქაძემ კლუბი მიმდინარე წლის აპრილში ჩაიბარა, სულ 11 მატჩი მოიგო, 4-ჯერ ფრედ დასრულდა, ხოლო 10 მატჩში მარცხი განიცადა.

 

 

 

 

 

წყარო – სკ თელავის ოფიციალური გვერდი

 

 

Transfermarkt-მა ვაკო ყაზაიშვილის სატრანსფერო ფასი აიწია