Categories

Additional

Website Language

Active date

ცნობილია ინგლისის პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთსო მოთამაშე

კევინ დე ბრუინე პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

Image source: Getty Images

 

ინგლისის პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთსო მოთამაშედ “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინე დასახელდა. ამის შესახებ ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გამოაცხადა.


კანდიდატთა შორის მასთან ერთად იყვნენ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, სადიო მანე (ორივე -“ლივერპული“), დენი ინგსი (“საუთჰემპტონი“), ნიკ პოუოი (“ბარნლი“) და ჯეიმი ვარდი (“ლესტერი“)

ბელგიელმა ფეხბურთელმა 2019/20 წლების სეზონში 20 საგოლე პასი შეასრულა და პრემიერ ლიგის რეკორდი გაიმეორა. ასეთი მაჩვენებელი დაფიქსირებული ჰქონდა მხოლოდ “არსენალის” ყოფილ თავდამსხმელს, ტიერი ანრის. კევინმა ამასთან ერთად საკუთარ აქტივში ასევე 13 გოლი ჩაიწერა.

პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონ “ლივერპულს18 ქულით ჩამორჩა.

 

ქალაქელები15 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების 1/4-ფინალში ფრანგულ “ლიონთან” (1-3) დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ჟურნალისტთა საფეხბურთო ასოციაციის ვერსიით პრემიერ ლიგის საუკეთსო მოთამაშის წოდება “ლივერპულის” ლიდერმა, ჯორდან ჰენდერსონმა მიიღო.

აღვნიშნოთ ასევე, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის 2019/20 სეზონის საუკეთესო მწვრთნელად “ლივერპულის” თავკაცი, იურგენ კლოპი დასახელდა.

წყარო – premierleague.com

“ბარსელონა” შესაძლოა ერთბაშად შვიდმა ფეხბურთელმა დატოვოს