დავით ხოჭოლავა „შახტარში“ რჩება და გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობა 3 წლით განაახლეს, ძველი კონტრაქტი 2022 წელს იწურებოდა.
მთავარი მწვრთნელი 27 წლის ფეხბურთელს ენდობა და კონტრაქტის განახლებაც ამის საფუძველზე გადაწყდა. ხოჭოლავა „შახტარში“ 2017 წლიდან თამაშობს. მან უკრაინული ფეხბურთის გრანდში 79-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
ქართველმა მცველმა უკრაინაში იქორწინა, სადაც შვილიც შეეძინა და ამჟამად ქვეყნის დატოვებას არ გეგმავს.
წყარო – Sport.ua
Videos
Photos