Image source: footmercato.net
Mundo Deportivo-ს ცნობით, ნახევარმცველმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა კონტრაქტი გააფორმა “პსჟ”-სთან და არა “ბარსელონასთან” და არა ფულისთვის. წყაროს ცნობით, 31 წლის ჰოლანდიელი კატალონიურ კლუბში 1 მილიონი ევროთი ნაკლებს გამოიმუშავებდა, ვიდრე პარიზულ კლუბში.
თავად ნახევარმცველი პარიზულ კლუბში გადასვლის მიზეზად იმას თვლის, რომ დაიღალა ლოდინით “ბარსელონასთან” მოლაპარაკების დასრულების. მთავარი მიზეზად კი ის ითვლებოდა, რომ “ბარსას” ხელმძღვანელობის სკეპტიციზმი ფეხბურთელის გაფორმებასთან დაკავშირებით იყო.
ვეინალდუმმა პარიზელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში გააფორმა. მიმდინარე სეზონში მან 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Videos
Photos