Categories

Additional

Website Language

Active date

Transfermarkt-მა ილია ბერიაშვილის სატრანსფერო ფასი ისევ ასწია

ილია ბერიაშვილის განახლებული სატრანსფერო ფასი

 

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი და ვოლგოგრადის “როტორის” ფეხბურთელის, ილია ბერიაშვილის სატრანსფერო ფასი აიწია.

Transfermarkt-მა ფეხბურთელების ღირებულებები გუშინაც განაახლა და ილიას სატრანსფერო ფასიც აიწია. ახლა 23 წლის ცენტრალური მცველის ფასი 300 ათასი ევროა, ანუ 50 ათასით გაიზარდა. ქართველი ფეხბურთელი აქამდე 250 ათასი ევრო ღირდა.

შეგახსენებთ, რომ ბერიაშვილი “როტორში” “თელავიდან” 2021 წლის ზაფხულში გადავიდა, რომლის რიგებში სულ 21 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 ყვითელი ბარათი მიიღო.

 

 

 

 

წყარო – transfermarkt.com

ჩემპიონთა ლიგა: ⅛ ფინალის წილისყრა: როდის გაიმართება და სად ვუყუროთ?