Image source: FC Samgurali official ფეისბუკ გვერდი
ქუთაისის „ტორპედომ“ თავის კიპერს ლევან შოვნაძეს ოფიციალურად დღეს დაემშვიდობა. ლევან შოვნაძე წყალტუბოს “სამგურალის” კარს დაიცავს.
“როგორც უკვე მოგეხსენებათ ლევან შოვნაძე ჩვენს ღირსებას აღარ დაიცავს.
ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ლევანს მის მიერ გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის და იმ ერთგულებისთვის, რითიც მან გუნდის ქომაგს თავი დაამახსოვრა!
ლევანმა შავთეთრების რიგებში უმაღლეს ლიგაში 30 შეხვედრა ჩაატარა.
მადლობა შოვნა! წარმატებებს გისურვებთ!“, – წერია „ტორპედოს“ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის შოვნაძე “ტორპედოს” გასული წლის დეკემბერს შეუერთდა.
Videos
Photos