Image source: cskabasket.com
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას “ცსკამ” ევროლიგის მე-20 ტურში ათენში „პანათინაიკოსს” დაუპირისპირდა და იოლი გამარჯვება – 98:74 იზეიმა.
შენგელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 20 წუთში 16 ქულა, 4 პასი, 4 მოხსნა ჰქონდა. თორნიკეს პასივში 4 დაკარგვა იყო. ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიცინტმაც ქულების მსგავსად 16 შეადგინა.
არმიელთაგან უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ დანიელ ჰაკეტს ჰქონდა – 17 ქულა და 26 სარგებლიანობის ინდექსი.
11 მოგებითა და 7 მარცხით “ცსკა” გათამაშების მე-7 ადგილზეა. შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი 14 იანვარს, მოსკოვში, ფრანგულ “ვილერბანთან” გამართავს.
Videos
Photos