Categories

Additional

Website Language

Active date

    • Vbetnews

      Latest Sports News about Football, Basketball, Tennis & Boxing

თომას ტუხელმა “ჩელსის” 1998 წლის შემდეგ მეორედ სუპერთასი მოაგებინა

ჩელსის მეორე სუპერთასი 1998 წლის შემდეგ

Image source: uefa.com

 

23-წლიანი პაუზის შემდეგ ლონდონის “ჩელსიმ” გუშინ უეფას სუპერთასს მეორედ დაეუფლა.

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის „უინძორ პარკზე“ უეფას სუპერთასის ფარგლებში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონმა „ჩელსი“ და ევროპის ლიგის გამარჯვებულმა „ვილიარეალი“ შეხვდნენ.

მატჩის ანგარიში ლონდონელთა ნახევარმცველმა ჰაკიმ ზიეხმა კაი ჰავერცის გადაცემის შემდეგ 27′-ე წუთზე გახსნა. ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ხერარდ მორენომ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 73′-ე წუთზე მოახერხა, როცა ბულეიე დიას შესანიშნავი გადაცემა გამოიყენა. დამატებით დროშიც (30 წუთი) გოლი არ გავიდა და საქმე 11-მეტრიანების სერიებამდე მივიდა, სადაც მენდის ნაცვლად არისაბალაგა შევიდა: კეპამ ორი 11-მეტრიანი დარტყმა მოიგერია და საბოლოოდ ლონდონურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში მეორედ სუპერთასს დაეუფლა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თომას ტუხელი „ჩელსის“ ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.