Image source: Georgian National Olympic Committee ფეისბუკ გვერდი
ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), პარალიმპური კომიტეტის (IPC), იაპონიის მთავრობის და ტოკიოს მთავრობის ხუთმხრივ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ოლიმპიურ არენებზე მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. თამაშებზე მაყურებლებს დაუშვებენ, მაგრამ 50%-ანი შეზღუდვით.
იაპონიის მთავრობის მიერ დაწესებული ლიმიტის თანახმად, მაყურებელთა რიცხვი განსაზღვრულია არენის ტევადობის 50 პროცენტის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 10 ათასი ადამიანისა.
ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის სეიკო ჰასიმოტოს თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში, სასწრაფო ზომების მისაღებად კვლავ ხუთმხრივ სხდომას მოიწვევენ.
ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ იაპონიის მოქალაქეებს, ხოლო სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ტოკიოში ჩასვლის და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე დასწრების შესაძლებლობა არ ექნებათ.
Videos
Photos