Image source: CB1939Canarias ტვიტერის გვერდი
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშების საგზური მოიპოვა.
პლეი-ინის, მესამე, გადამწყვეტ მატჩს კი „ტენერიფე“ „კარშიაკას“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე 74:71 გაიმარჯვა. მარგი ქმედების კოეფიციენტით ესპანელთა შორის საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო – +17.
გიორგის სრული სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 25 წუთი, 10 ქულა (6/4 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო), 9 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა.
VIDEO | Noche de emociones fuertes en el Santiago Martín 👇
🎦 Dale al play y disfruta ‼️ pic.twitter.com/FaZQVSUf5E
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) January 21, 2022
საუკეთესო 16-ში შერმადინის გუნდი L ჯგუფში ითამაშებს. მისი მოწინააღმდეგეები იქნებიან „სომბათჰეი“ (უნგრეთი), „ლიეტუვოს რიტასი“ (ლიეტუვა) და „სტრასბური“ (საფრანგეთი).
პირველი მატჩში ტენერიფელები „სომბათჰეის“ 24 იანვარს შეხვდებიან.
Videos
Photos