Image source: cbcanarias.net
გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” ფიბას ჩემპიონთა ლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევაა საჭირო. ქართველი კალათბურთელის გუნდის მეტოქ კი თურქული “კარშიაკაა” და სერია 2 მოგებამდეა. ტენერიფელებმა პირველი მატჩი 1 კვირის წინ ესპანეთში მოიგეს, სამშაბათს კი თურქეთში დამარცხდნენ (88:80) და გადამწყვეტი მატჩი კვლავ კანარის კუნძულ ტენერიფეზე გაიმართება.
გიორგი შერმადინმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. გიორგიმ ორმაგი დუბლის შესრულება მაინც მოახერხა: 31 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა მოაგროვა, რასაც 2-2 პასი-დაფარება მიამატა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო – 25.
mode activated! ✅#BasketballCL I @CB1939Canarias @gioshermadini pic.twitter.com/tXmvi8HrYc
— Basketball Champions League (@BasketballCL) January 18, 2022
„კარშიაკას“ რიგებში შერმადინის ყოფილი თანაგუნდელი („კანტუდან“) ალექს ტიუსი გამოირჩა – 15 ქულა, 10 მოხსნა.
ამ გუნდებს შორის გამარჯვებული გამოვლინდება მესამე მატჩში, რომელიც ესპნაეთში 20 იანვარს გაიმართება.
Videos
Photos