Categories

Additional

Website Language

Active date

„თელავის” პრესსამსახური: “ჯიქო” შენთან ვართ, გელოდებით!”

"სამტრედიასთან" მატჩში დაშავებულ მირიან ჯიქიას, თბილისში უკვე გაუკეთეს ყვრიმალის ძვალზე ოპერაცია

Image source: FC Telavi ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის 28-ე ტურში „თელავმა“ „ეროსი მანჯგალაძის” სახელობის სტადიონზე „სამტრედია“ 2:0 დაამარცხა.

მატჩის 86′-ე წუთზე, მირიან ჯიქიამ სერიოზული ტრავმა მიიღო. “თელავის“ ფეისბუქ გვერდის განცხადებით 30 წლის მარცხენა მცველს ოპერაცია ჩაუტარდა.

“ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ “სამტრედიასთან” მატჩში დაშავებულ მირიან ჯიქიას, თბილისში უკვე გაუკეთეს ყვრიმალის ძვალზე ოპერაცია და ჩვენი გუნდის ფეხბურთელიც თავს კარგად გრძნობს.
სკ “თელავის” ვიცე-კაპიტანი მატჩის 86′-ე წუთზე საჰაერო ორთაბრძოლისას მძიმედ დაშავდა, თუმცა საბედნიეროდ, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის დახმარებით, მისი კლინიკაში გადაყვანა დროულად მოხერხდა და ყველაფერიც კარგად დასრულდა

“ჯიქო” შენთან ვართ, გელოდებით!”, – ვკითხულობთ „თელავის” პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

მირიან ჯიქიას მიმდინარე სეზონში „თელავის“ მაისურით სულ 25 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო მის ანგარიშზე მხოლოდ 4 ყვითელი ბარათია.

 

 

 

წყარო – სკ თელავის ოფიციალური გვერდი

 

ცნობილია საქართველო – საბერძნეთის მატჩის მსაჯთა ბრიგადა