Categories

Additional

Website Language

Active date

შოთა არველაძე: “ხვიჩას გაუჭირდება “ატლეტიკოში” თამაში – მითხრა დიეგო სიმეონემ”

არველაძემ სიმეონეს ხვიჩას ტრანსფერი შემოთავაზა

 

ქართული ფეხბურთის ლეგენდა შოთა არველაძემ დიეგო სიმეონესთან შეხვედრაზე ისაუბრა. უფრო კონკრეტულად კი შოთასა და დიეგოს შორის საუბარი ყოფილა ხვიჩა კვარაცხელიაზე.

“დიეგო სიმეონეს რომ შევხვდი, ხვიჩა კვარაცხელიაზე ველაპარაკე. არგენტინელმა მითხრა, რომ მას გუნდში ჰყავს ჟოაო ფელიქსი – კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი და ხვიჩას გაუჭირდება “ატლეტიკოში” თამაში”, – განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია “რუბინში” 2019 წელს გადმოვიდა. მიმდინარე სეზონში ყაზანური კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე ხვიჩამ 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

 

 

 

 

ვლადიმირ ვაისს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მეორე მცველის დამატება სურს