Categories

Additional

Website Language

Active date

შენგელია “ცსკაში” სავარაუდო ტრანსფერზე: “იმედია ხალხის დამოკიდებულება არ შეიცვლება”

შენგელია საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძვის

Image source: liga endesa

 

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკასთან“ მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაადასტურა. ქართველი კალათბურთელის განცხადებით, მისი დამოკიდებუელბა საქართველოს მიმართ მოვლენების განვითარების არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლება და იგივეს იმედოვნებს მისდამი ხალხის დამოკიდებულებას.

შენგელიამ „ტელე იმედთან“ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ჯერჯერობით კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია.

„ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია, ხელი არაფერზე მაქვს მოწერილი. აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებას „ცსკასთან“ და ალბათ რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა. „რეალიდან“ წელს წინადადება მართლა არ მიმიღია და არც „მილანიდან“, რომელსაც თითქოს რაღაც ინტერესი ჰქონდა, მაგრამ მერე თქვეს არა. „ცსკაში“ გადასვლით ან არგადასვლით საქართველოსადმი ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება და იმედია რაც ჩემი ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ.

საქართველოს სიყვარულზე და პატრიოტიზმზე ახსნა-განმარტება რომ დავიწყო, ცოტა უცნაურიც იქნება“ – თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ ცოტა ხნის წინ „ბასკონიასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

წყარო – TV Imedi

 

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელე, რონალდუ და მესი ერთმანეთს შეადარა