Image source: Getty images
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა მადრიდის „რეალისა“ და მსაჯების შესახებ ისაუბრა. ესპანელის თქმით, ყველამ ნახა რაც მოხდა „სოსიედადთან“ მატჩში და დასკვნების გაკეთება ყველას შეუძლია.
„მთელმა მსოფლიომ ნახა, რაც მოხდა და ყველამ საკუთარი დასკვნა უნდა გააკეთოს. მე ჩემს გუნდზე ვფიქრობ და კმაყოფილი ვარ იმ თამაშით, რასაც ვაჩვენებთ. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობა ისევ შეგვიძლია, მაგრამ ეს „რეალსაც“ ეხება“ – აღნიშნა სეტიენმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და „ბარსელონას“ 30 ტურის შემდეგ 65-65 ქულა აქვთ და ლა ლიგას ლიდერობენ.
წყარო – One Football
Videos
Photos