Image source: FCBarcelona ტვიტერის გვერდი
“ბარსელონას” თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. კატალონიურმა კლუბმა პრეს-კონფერენცია გამართა, რა დროსაც არგენტინელმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ კარიერას გულის პრობლემების გამო ვეღარ გააგრძელებს.
“ეს ძალიან რთული პერიოდია ჩემთვის, მაგრამ ბედნიერი ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მივიღე. ეს გამოწვეულია იმ პრობლემის გამო, რომელიც ერთი თვის წინ შემექმნა. ეს ჩემს ჯანმრთელობას ეხება“, – თქვა აგუერომ.
“It’s a very difficult moment … it’s for my health.”
— @aguerosergiokun pic.twitter.com/DYBjqqSQf2
— FC Barcelona (@FCBarcelona) December 15, 2021
არგენტინელი ფეხბურთელი მოედანზე ლა ლიგის “ალავესთან” მატჩში (1:1) გამოვიდა და პირველ ტაიმშივე შეცვალეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ აგუეროს ტაქიკარდიის შეტევა ჰქონდა. კვლევებმა დაადგინა, რომ გულის პრობლემები უფრო სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.
მთელი კარიერის განმავლობაში 33 წლის ფეხბურთელმა ითამაშა “ინდეპენდიენტეში”, მადრიდის “ატლეტიკოში”, “მანჩესტერ სიტიში” და “ბარსელონაში”. ინგლისური კლუბის შემადგენლობაში სერხიო გახდა ინგლისის 5-გზის ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირი კლუბის ისტორიაში.
Videos
Photos