Image source: geonoc
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და “ავერსს” შორის უკვე 14 წელია გრძელდება თანამშრომლობა.
გუშინ სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ თანამშრომლობის შესახებ მორიგ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” იღებს ვალდებულებას 2022 წლის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს და ვეტერან ოლიმპიელებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება “ავერსის”კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.
Videos
Photos