Image source: სკ თელავის ოფიციალური გვერდი
საფეხბურთო კლუბი “თელავი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა. აღნიშნული ინფორმაცია თელავური კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
“თელავმა” ზაზა ციცქიშვილს, ვუგარ ბაიბალაევს, გიორგი ჩოჩიშვილს, რევაზ ინჯგიასა და ილია ბერიაშვილს დაემშვიდობა, ისინი საფეხბურთო კარიერას სხვა კლუბებში გააგრძელებენ.
22 წლის ცენტრალური მცველი და გუნდის უკვე ყოფილი კაპიტანი ილია ბერიაშვილი ვოლგოგრადის “როტორში” ითამაშებს, 20 წლის შემტევი რევაზ ინჯგია კვიპროსულ “აპოლონს” შეუერთდა, 26 წლის ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი ყაზახეთის “აკტობეში” გადაბარგდა, 27 წლის აზერბაიჯანელი ლეგიონერი ვუგარ ბაიბალაევი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო 23 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი სავარაუდოდ, უცხოეთში გააგრძელებს კარიერას, ჯერჯერობით უცნობია მისი ახალი კლუბის ვინაობა.
“სკ “თელავი” მადლობას უხდის ზემოხსენებულ ხუთივე ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს” , – ვკითხულობთ “თელავის” ფეისბუქ გვერდზე.
Videos
Photos