Categories

Additional

Website Language

Active date

    • Vbetnews

      Latest Sports News about Football, Basketball, Tennis & Boxing

სანიოლმა ყაზაიშვილის მაგივრად ბერიძე გამოიძახა

სანიოლმა ცვლილება შეიტანა ნაკრების შემადგენლობა

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 17 მაისს ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ სანაკრებო შემადგენლობაში, ცვლილება განხორციელდა.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში „ულსანის“ ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება. ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, გუნდს უნგრული „უიპეშტის“ ფეხბურთელი გიორგი ბერიძე შეუერთდება.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 26 ფეხბურთელია გამოძახებული. 31 მაისის ჩათვლით საწვრთნელი შეკრება ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზეა დაგეგმილი.

2 ივნისი | 22:45 – პლოიეშტი
რუმინეთი – საქართველო

6 ივნისი | 20:00 – ენსხედე
ნიდერლანდები – საქართველო

 

წყარო – nakrebi.ge

 

 

 

 

 

ქართველი სუმოისტის წარუმატებელი მე-13 საშეჯიბრო დღე (ვიდეო)