Image source: Getty Images
სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკი ბაქსმა” NBA-ს საგამოფენო მატჩში “მემფისის” წინააღმდეგ ითამაშა, რომელიც “გრიზლისის” გამარჯვებით – 87:77 დასრულდა.
მამუკელაშვილმა მილუოკელთაგან ყველაზე მეტი – 29 წუთი ითამაშა და სათადარიგო იყო, რა დროშიც მის ანგარიშზე 9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
გამარჯვებულებს 27 ქულით, 6 მოხსნით და 4 პასით ახალგაზრდა ვარსკვლავმა ჯა მორანტმა ულიდერა.
Bucks basketball is back in action!! pic.twitter.com/uTAIQDjGmQ
— Milwaukee Bucks (@Bucks) October 6, 2021
მომდევნო საგამოფენო მატჩებს გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდები 8 ოქტომბერს გამართავენ. “ინდიანა” კლივლენდში “კავალერსს” შეხვდება, ხოლო “მილუოკი” კი ბრუკლინში – “ნეტსს”.
Videos
Photos