Categories

Additional

Website Language

Active date

სანდრო მამუკელაშვილისა და გიორგი ბეჟანიშვილის საინტერესო დაპირისპირება NBA-ს საზაფხულო ლიგაში

Image source: cherrigiorgi ინსტაგრამის გვერდი

 

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს საზაფხულო ლიგაში აგრძელებს თავის წარმატებულ გამოსვლებს.

სანდროს “მილუოკი ბაკსის” 22 წლის ქართველი აქამდეც შედეგიანად თამაშობდა და 3 შეხვედრაში 2 დუბლი გაიფორმა, თუმცა გუშინ გამართულ შეხვედრაში თავისი ბომბარდირული თვისებები გამოავლინა და საკუთარი მონაგარი 20 ქულით გამოსახა.

სანდროს “მილუოკი ბაკსმა” “დენვერ ნაგეტსის” წინააღმდეგ მატჩში დამარცხდა – 87:94. ეს მატჩი გამორჩეული იმითაც იყო, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ 2 ქართველი წარსდგა – “დენვერის” შემადგენლობაში ავსტრიის მოქალაქე გიორგი ბეჟანიშვილი თამაშობს, რომელიც დრაფტზე უგუნდოდ დარჩა და “ნაგეტსმა” საზაფხულო ლიგის გუნდში აყვანით მას თავის გამოჩენის შანსი მისცა.

გიორგი ბეჟანიშვილმა მთლიანობაში 07:16 წუთი ითამაშა და გუნდს 2 ქულა, თითო პასი და დაფარება შესძინა.

მამუკელაშვილმა სასტარტო ხუთეულში, 22:04 წუთი ითამაშა, რა დროშიც მის ანგარიშზე საზაფხულო ლიგაში რეკორდული 20 ქულა დაგროვდა – სანდრომ ბურთი 7-ჯერ მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), ერთხელ მეტოქეს დააფარა. სანდრო “მილუოკის” საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

 

 

 

 

 

როგორი იქნება “ინტერის” შემადგენლობა მომდევნო სეზონში 3 ფეხბურთელის დამატების შემდეგ (ფოტო)