Image source: Getty images
NCAA-ს კონფერენციის მეოთხედფინალში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ სტუმრად „სენტ ჯონს’ს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 77:69 დაამარცხა.
მამუკელაშვილი ორივე გუნდში საუკეთესო იყო და ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა კალათბურთელმა 44 წუთში 20 ქულის, 11 მოხსნის, 4 მოხსნის, 2 ჩაჭრისა და 1 დაფარების დაგროვება მოახერხა.
სანდრომ 16-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. „სეტონ ჰოლი“ ნახევარფინალში 12 მარტს, „ჯორჯ თაუნს“ შეხვდება.
წყარო – shupirates.com
Videos
Photos