Image source: Getty Images
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაკსი“ NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში „დეტროიტ პისტონსს“ ესტუმრა და 28-ქულიანი სხვაობით, 117:89 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი პარკეტზე 5:35 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც მან თამაშიდან 2-ჯერ ზუსტად ისროლა, 2-ქულიანი და 3-ქულიანი თითო-თითოჯერ ჩააგდო. მატჩში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 28 ქულა დააგროვა.
აღვნიშნოთ, რომ მამუკელაშვილი G ლიგის „ვისკონსინ ჰერდშიც“ ითამაშებს ახალი სეზონიდან.
შეგახსენებთ, რომ სანდროს “ბაკსი” შემდეგ მატჩს 6 ნოემბერს „ნიუ იორკ ნიკსის“ წინააღმდეგ გამართავს.
Videos
Photos