Image source: Bucks ტვიტერის გვერდი
სანდრო მამუკელაშვილის მეორე ორმაგი დუბლი ლას ვეგასის NBA-ს საზაფხულო ლიგაზე. “მილუოკი ბაკსის” ქართველმა ფორვარდმა თავი “ვაშინგტონ ვიზარსთან” მატჩში გამოიჩინა.
მართალია მილუოკელებმა თამაში 10-ქულიანი სხვაობით – 83:93 წააგეს, მაგრამ სანდრო მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
22 წლის ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:48 წუთში 11 ქულა, 10 მოხსნა), 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. სანდროს პარკეტზე ყოფნის პერიოდში “ბაკსმა” მეტოქეზე 5 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
“მილუოკი ბაკსს” მორიგი მატჩი 17 აგვისტოს “დენვერ ნაგეტსთან” უწევს.
Videos
Photos