Image source: Sam Navarro-USA TODAY Sports
“მილუოკი ბაკსის” ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა “მაიამი ჰიტთან” 95:137 მეორე და წაგებულ მატჩში 27 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სანდროს თანაგუნდელმა იანის ადეტოკუმბომ 23 წუთში 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და თამაშში პირველსავე მეოთხედში, შეხვედრის მე-6 წუთზე ჩაერთო – მან პეტ კონუგტონი შეცვალა.
მომდევნო მატჩს სანდროს “მილუოკი” 24 ოქტომბერს, ტეხასში, “სან ანტონიოსთან” გამართავს.
Videos
Photos