Image source: Getty Images
NBA-ს საზაფხულო ლიგა დაწყებულია, რომელშიც დრაფტზე ახალაყვანილი მოთამაშეებიც მონაწილეობენ.
ლას ვეგასშია 2 ქართველი კალათბურთელი – დრაფტზე “მილუოკი ბაკსის” მიერ აყვანილი სანდრო მამუკელაშვილი და დრაფტზე უგუნდოდ დარჩენილი გიორგი ბეჟანიშვილი, რომელიც “დენვერ ნაგეტსის” მაისურით ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას.
მამუკელაშვილმა ლას ვეგასის საზაფხულო ლიგის სადებიუტო მატჩში “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” ორმაგი დუბლი მიითვალა. მატჩი დაძაბულ ბრძოლაში “მილუოკი ბაკსმა” 81:78 მოიგო.
ქართველ ფორვარდს აქტივში მთლიანობაში 11 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა.
Double-double debut for @Mamukelashvili5!!
11 PTS | 12 REB | 4 AST | 1 BLK pic.twitter.com/sBellBtfcF
— Milwaukee Bucks (@Bucks) August 10, 2021
Mamu drops the hammer!! pic.twitter.com/yVKly8YVZd
— Milwaukee Bucks (@Bucks) August 10, 2021
Mamu to Mamadi connection is strong. pic.twitter.com/dzRFdLynTZ
— Milwaukee Bucks (@Bucks) August 10, 2021
„მილუოკი ბაკსი“ საზაფხულო ლიგაში შემდეგ მატჩს 12 აგვისტოს, „ბრუკლინთან“ 00:00 საათძე გამართავს.
Videos
Photos