Image source: Getty Images
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკი ბაკსი” “ბოსტონ სელტიკსს” ესტუმრა და სამწუხაროდ 14 ქულით დამარცხდა – 103:117 ანგარიშით.
მამუკელაშვილმა 6:28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა მიითვალა. „მილუოკიში“ ყველაზე მეტი, 42 ქულა (ასევე 5 მოხსნა და 4 პასი) ჯეისონ ტეიტუმმა მიითვალა.
აღვნიშნოთ, რომ “ბაკსმა” ამ სეზონში მე-11-ედ წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. სანდროს გუნდი მომდევნო ტურში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ ითამაშებს.
Videos
Photos