Categories

Additional

Website Language

Active date

    • Vbetnews

      Latest Sports News about Football, Basketball, Tennis & Boxing

სანდრო მამუკელაშვილი “ტორონტო რეპსტორსთან” მატჩში ძალიან ახლოს იყო ორმაგ დუბლთან (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 4-ქულიანი სხვაობით დამარცხდა

Image source: Getty Images

 

NBA-ს განვითარების ლიგის გუნდ “ვისკონსინ ჰერდში“ ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსში“ დაბრუნდა და „ტორონტო რეპტორსის“ წინააღმდეგ დღეს 04:30 საათზე ითამაშა. შეხვედრა ქართველმა ფორვარდმა ბრწყინვალედ ჩაატარა, მაგრამ მისი გუნდი 93:97 ანგარიშით დამარცხდა.

იანის ადეტოკუმბომ ტრავმის გამო ეს მატჩი გამოტოვა, შესაბამისად მამუკელაშვილს ძირითად გუნდში სათამაშო დრო მიეცა. სანდრომ 22:40 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 10 მოხსნისა (6 შეტევაში) და 1 პასის დაგროვება შეძლო. 22 წლის კალათბურთელმა 7-დან 4 ოქულიანი გამოიყენა.

 

 

სანდროს “მილუოკი” მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს 05:00 საათზე საკუთარ მოედანზე “მაიამი ჰიტთან” ჩაატარებს.

 

 

 

 

 

ზუსტად ამ დღეს: არველაძეების შესანიშნავი კომბინაცია, რომელიც გოლით დასრულდა (ვიდეო)