Image source: Getty Images
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციაში სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკი ბაკსი” “ინდიანა პეისერსს” ესტუმრა და სამწუხაროდ 15 ქულით მოუგო – 114:99 ანგარიშით.
მამუკელაშვილმა 15:50 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. „მილუოკიში“ ყველაზე მეტი, 26 ქულა (ასევე 4 მოხსნა და 14 პასი) ჯრუ ჰოლიდეიმ მიითვალა.
აღვნიშნოთ, რომ “ბაკსმა” ამ სეზონში მე-19-ედ მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. სანდროს გუნდი მომდევნო ტურში ნიუ-ორლეანის “პელიკანის” წინააღმდეგ 18 დეკემბერს 05:00 საათზე ითამაშებს.
Videos
Photos