Image source: Seton Hall
„სეტონ ჰოლის“ ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
მასთან ერთად იგივე ჯილდო ჯერემია რობინსონ-ერლიმ და კოლინ გილესპმა მიიღეს და ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საუკეთესო სამი მოთამაშე დაასახელეს.
მიმდინარე სეზონი სანდრო მამუკელაშვილს გამორჩეული აქვს და ის ზაფხულში NBA-ს დრაფტზე გასვლას აპირებს. NCAA-ში სანდრო საშუალოდ 17.8 ქულას, 7.3 მოხსნა და 3.1 პასს აგროვებს.
აქვე გეტყვით, რომ „სეტონ ჰოლს“ უახლოეს მატჩი 11 მარტს, „სენტ ჯონსის“ წინააღმდეგ ელოდება.
BIG EAST Player of the Year! 🙌#HALLin 🔵⚪️ pic.twitter.com/PKBtkQxID6
— Seton Hall Men’s Basketball (@SetonHallMBB) March 10, 2021
წყარო – Seton Hall
Videos
Photos