Categories

Additional

Website Language

Active date

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის პირველ სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს (ფოტო)

სანდრო მამუკელაშვილი ტურის სიმბოლურშია

Image source: Getty Images

 

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ის კონფერენციის ყველა გუნდის მწვრთნელმა დაასახელა, რაც დიდი აღიარებაა.

სანდრო სიმბოლურ ხუთეულში თავის, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა.

საინტერესოა, რომ “სეტონ ჰოლის” კალათბურთელი საუკეთესოთა შორის ბოლო 5 წელიწადში მეოთხედ მოხვდა.

თებერვალში მამუკელაშვილი “პირატების” ისტორიაში მხოლოდ 45-ე კალათბურთელი გახდა, ვინც კლუბის მაისურით 1000-ქულიან ზღვარს უწია (ახლა, 1072 ქულა აქვს). აღსანიშნავია, სანდრო მამუკელაშვილი BIG EAST-ის კონფერენციის სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატიცაა, ის ასევე იბრძვის კარლ მელოუნის პრიზისთვის, რომელიც NCAA-ს საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა.

 

 

 

 

წყარო – SetonHallMBB

 

 

 

 

 

 

 

როგორი იქნებოდა “აიაქსის” შემადგენლობა, თავისი ფეხბურთელები რომ არ გაესხვისებინა (ფოტო)