Image source: FCBarcelona ტვიტერის გვერდი
“ბარსელონამ” ფრანგ მცველთან, სამუელ უმტიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია “ბლაუ-გრანას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
28 წლის ფრანგმა და კატალონიურმა კლუბმა კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს.
უმტიტისა და “ბარსას” შორის წინა ხელშეკრულება 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე იყო გათვლილი. ახალი გარიგების ფარგლებში, მოთამაშემ გაახანგრძლივა კონტრაქტი ხელფასის ნაწილის შემცირების თანხმობით, რომელიც მას კონტრაქტით ეკუთვნოდა დარჩენილი წელიწადნახევრის განმავლობაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამუელი “ბარსაში” ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს იღებს გადასახადების არ ჩათვლით.
ამ სეზონში უმტიტიმ ლა ლიგაში 1 მატჩი ჩაატარა.
Videos
Photos